სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე...სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს!" - გვარამიას საგანგებო მიმართვა

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის საშუალებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

გვარამია ,,ერთიან ნაციონალური მოძრაობას" და პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას მიმართავს.

,,დანამდვილებით ვიცით, რომ სუსმა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა. ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ძალადობაზე, სისხვლიღვრაზე. ხოლო მეორე ნაწილი აკეთებს ამის აუდიო-ვიდეო გადაღებას და შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ და შტურმის გასამართლებლად. აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ. მატი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ ვიდეოგადაღება მათი ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე გადაიღეთ მათი დაკითხვა. სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს მათი გამოვლენის და ნეიტრალიზაციის მიზნით", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100