სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 25 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +9 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება და შესაძლებელია ქარის მატება.

ფოთში მცირე ნალექია მოსალოდნელი, +7 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 იქნება. სოხუმში მზიანი დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

მოთოვს ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია თოვლია ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ბაკურიანშიც, სადაც -5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. -5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით -6 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. ნალექს თოვლის სახით პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. -3 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100