როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 26 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში -1 გრადუსი იქნება, ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურში, სადაც +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

მოთოვს ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში ღღისით +6 გრადუსი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში 2 გრადუსი დღისით, ღამით კი -11 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში -2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით -4 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში -9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. 6 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი