თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა

თბილისში, გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა, - ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ აქვეყნებს.

„აღნიშნული შემთხვევის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაო მიმდინარეობს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაო დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

კომენტარი