სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა" - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გეგმაში შეცდომებია.

,,2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება. ვაქცინაციის დასრულება ნიშნავს 85%-ის აცრას და ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც არის, მე, როგორც ექსპერტი ამ სფეროში, ვამბობ, რომ ეს გეგმა არ ვარგა. იქ არის იმდენი შეცდომები, ჩემთან რომ მოვიდეს ასეთი გეგმა და ახლა ამაზე ვმუშაობ ზუსტად, ქვეყნები აგზავნიან ასეთ გეგმებს, პირდაპირ ვამბობ, რომ ესა და ეს გაკლია. როდესაც წავიკითხე ქართული გეგმა, შემრცხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება ჩავერიო, რადგან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100