სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეგობრებო, ვიპოვე 1200 ლარზე მეტი" - თბილისში, დაკარგული თანხის მფლობელს ეძებენ

თბილისში, დაკარგული თანხის მფლობელს ეძებენ. სოციალური ქსელის მომხმარებელი ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, რათა დაკარგული თანხა პატრონს დაუბრუნოს.

,,მეგობრებო, ვიპოვე ფული 1200 + რამდენიმე ლარი (ზუსტ თანხას სპეციალურად არ ვასახელებ) ფურცელზე წერია სპეციფიური ტექსტი, რომელიც მფლობელს აუცილებლად ეცოდინება.

ვიპოვე დაახლოებით 20:10 საათზე, მეცხრე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკეში. ახლომახლოს არის კამერები, რომელსაც ხვალ ვნახავ, ასე რომ ფულის მუქთად მშოვნელი, უნამუსოები ნუ გამომეხმაურებით.

გთხოვთ გააზიაროთ და დავეხმაროთ დაუდევარ უცნობს", - წერს სოციალურ ქსელში Nikolman Nikolman-ი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100