სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე და სწორედ ამის გამო ვდგამთ ამ ნაბიჯს - გახარიას გუნდმა "ოცნება" დატოვა

გახარიას გუნდმა, რომელიც აქამდე მმართველ პარტიაში იმყოფებოდა, "ქართული ოცნება" დატოვა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცხადება. სიტყვით გამოვიდა გიორგი ხოჯევანიშვილი და საზოგადოებას ამცნო, რომ გახარიას ახალ გუნდს შეუერთდება:

"ჩვენ ვართ გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები - ეს სიახლე არავისთვისაა. თუმცა, ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად აერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეპატზე, შესაბამისად, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტსი საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წევრები და შესაბამისად ვიზიარებთ იმ წარმატებასა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მოქალაქეებს უწევთ, ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ. აქ მდგომი დეპუტატების გარდა, ჩვენი თანამოაზრე არის მიხეილ დაუშვილი, რომელიც ამჟამად კოვიდინფიცირებულია, ჯანმრთელობას ვუსურვებთ და დარწმუნებულებბი ვართ, მალე შემოუერთდება ერთობლივ საქმიანობას"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100