სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

AstraZeneca-ს ამპულაში პრეპარატის ნაწილი დარჩენილია - ახალი გარემოებები

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. ადვოკატების თქმით, საქმის მასალებში არაერთი უზუსტობაა.

მათი თქმით, AstraZeneca-ს ამპულაში, საიდანაც მეგი ბაქრაძე აიცრა, პრეპარატის ნაწილი დარჩენილია.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ 18 მარტს ვაქცინაცია ახალციხის კლინიკაში ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულ დროზე, ერთი საათით ადრე დაიწყო.

"როგორც აქამდე ადვოკატები ვიძახდით, ამპულაში არის დარჩენილი კონკრეტული დოზა და არ არის სრულყოფილად გახარჯული. 10 ადამიანის იმუნიზაციის შემდგომ, სრულად უნდა იყოს გახარჯული ამპულა. მეორე გარემოება არის დრო. ჩვენ ვიცით, რომ იმუნიზაცია მოხდა 11:40 საათზე, რაც დატანილია ამპულაზე, თუმცა საქმის მასალებით, რაც ამ ეტაპზე, კონკრეტული მოწმეების ჩვენებებით გამოიკვეთა, ირკვევა, რომ ვაქცინაცია მოხდა 10:40 საათზე", - განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100