სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასულიერო პირები დღეს სასაფლაოებს აკურთხებენ

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

პანდემიის გამო 2-4 მაისს საფლავებზე გასვლა აკრძალულია. თუმცა საპატრიარქომ მღვდელმთავრებს მიმართა, სასაფლაოები სასულიერო პირებმა 3 მაისს აკურთხონ.

4 მაისის შემდგომ დღეებში ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ საფლავზე გავიდნენ.

არსებული ტრადიციით, მოქალაქეები მიცვალებულთა საფლავებზე ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100