სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, ჰოსპიტალებში კი, 79 ადამიანია გადაყვანილი. ამის შესახებ Reuters წერს.

სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე მუშაობდნენ.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის თქმით, გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი. მედიის ცნობით, მეტროს ხაზს შემოწმება ერთი წლის წინ ჩაუტარდა.

შემთხვევა მექსიკაში 4 მაისს მოხდა. მეტროს მე-12 ხაზის ესტაკადა მატარებელთან ერთად ჩამოინგრა და ქვემოთ მოძრავი მანქანები ქვეშ მოიყოლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100