სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 მაისს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +123 გრადუსი იქნება. ასევე უნალექო დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +24 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

მესტიაში +18 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში ნალექიან ამინდსა და +24 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

+210 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება, დაუბერავს ჩრდილოეთის ქარი.

გორში დღისით +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმა +12 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა იქნება ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია წვიმა. დღის განმავლობაში +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100