თუ ეს მდგომარეობა დადგა, ძალიან დიდი ალბათობით, ადამიანი ვერ გადარჩება -აი, რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე „ფეისბუქ ლაივის“ დროს განმარტავს, თუ რა არის კარდიულისიკვდილი და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან.

მისივე თქმით, თუ ეს რეალობა დადგა, სამწუხაროდ, ადამიანი ხშირ შემთხვევაში იღუპება.

„ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ადამიანი იძინებს და ვეღარ იღვიძებს. უეცარი კარდიული სიკვდილი, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობაა. გეტყვით, რას მიაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა დაიცვათ თავი. თუ ეს მდგომარეობა დადგა, ძალიან დიდი ალბათობით, ადამიანი ვერ გადარჩება.

კარდიული სიკვდილი ადამიანს შეიძლება დაეწყოს ძილის დროს, ან დღის განმავლობაში გახდება ცუდად. შეიძლება სუნთქვა გაუძნელდეს, თავბრუსხვევა იგრძნოს… აღმოჩნდა რომ პაციენტთა 50% წინასწარ რაიმე ნიშანი არ აქვს. არაფერი არ აწუხებს.

მინდა გირჩიოთ გზები, რომელიც თავიდან აგვარიდებს კარდიულსიკვდილს:

1. თამბაქოს მოწევის შემცირება;

2. ქოლესტორინის ნორმალიზება;

3. წონის შემცირება;

4.ჯანსაღი საკვები;

5. ფიზიკური აქტივობა;

6. ემოციური სტრესის შემცირება;

6. მაღალი წნევის კონტროლი;

7. შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის რაოდენობა ვაკონტროლოთ,“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარი