სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორივე ნასვამი იყო. მერე გვერდზე გავიდნენ და დანით მიაყენა ჭრილობები - მარნეულში 23 წლის ბიჭი მეზობელმა მოკლა

24 მაისს, ღამის საათებში, მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. 23 წლის კაცი ბაქოს ქუჩაზე მისმა მეზობელმა მოკლა.

გარდაცვლილის მეზობლები რადიო „მარნეულთან“ არ საუბრობენ თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება.

„მგონი ვიღაცის დაბადების დღე იყო, სუფრა იყო გაშლილი და იქ იყვნენ ორივე. ორივე ნასვამი იყო. მერე გვერდზე გავიდნენ და დანით მიაყენა ჭრილობები“, – გვიყვება მეზობელი

მისი განმარტებით გარდაცვლილს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. მკვლელობიდან ცოტა ხანში მოსახლეობის ნაწილმა იმ პირის სახლის დაწვა სცადა ვინც 23 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დღეს, 25 მაისს, იმ პირის საცხოვრებელ სახლში, ვინც მეზობელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100