სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" პრეზენტაციას კალაძესთან ერთად, შევჩენკოც დაესწრება

საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე დასასწრებად საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე თბილისში იტალიის ექს-პრემიერ სილვიო ბერლუსკონის კუთვნილი თვითმფრინავით ჩამოფრინდა.

"პირWელის" ინფორმაციით, თბილისში გვიან ღამით ცნობილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოც ჩამოფრინდა, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო სტუმარი იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია "პირWელს" კახა კალაძის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ჩრდილელმაც დაუდასტურა.

"დიახ, ვადასტურებ, რომ სილვიო ბერლუსკონის კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე კახა კალაძე იმყოფებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 19:30 საათზე დაეშვა. ასევე დავადასტურებ, რომ უკრაინელი ფეხბურთელი, კახა კალაძის მეგობარი ანდრეი შევჩენკო უკვე თბილისშია და "ქართული ოცნების" პრეზენტაციას დაესწრება", - განუცხადა "პირWელს" ჩრდილელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100