სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომენტარებში მიდის სიხარულის ყიჟინა და წყევლა კრულვა - ჟურნალისტი თინა ხიდაშელის შესახებ სიუჟეტზე დატოვებულმა კომენტარებმა გააბრაზა

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელი შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

პოსტს „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გული მომიკვდა ისე გამოიყურება ადამიანი ამ საშინელი დაავადების გამო. ყვება თავის ისტორიას, რომ ვეღარ დადის, თმა აღარ ეზრდება, კუშინგის სინდრომმა სულ დაასივა, სახე სრულიად შეცვლილი აქვს… საშინელი მოსასმენი და სანახავია ეს ყველაფერი.

ცრემლი მომერია, გულით ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ამ ადამიანს და უცებ რას ვხედავ, ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში მიდის სიხარულის ყიჟინა და წყევლა კრულვა

ღმერთო! ის ხალხი ვინც ამ საშინელებებს წერს ავად მყოფ ადამიანზე თვითონ ჯანმრთელია ნეტა? საიდან ამდენი სიბოროტე და ნიშნისმოგება? თვითონ ყველაფერში მართალნი და სუფთები ” მითომ“. ან რატომ არ შლიან ადამიანები მსგავს კომენტარებს ნეტა? რა ნახვები ღირს ამად?,“- წერს მაკა რაზმაძე.

პოსტს კომენტარის სახით „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილიცგამოეხმაურა:

„ღმერთმა გამოაჯანმრთელოს. გვერდი ვერ ავუარე ამ პოსტს. გულწრფელად, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს. ჩემგან ყველაზე მეტად დაეხმარება ლოცვაში მოხსენიება, რასაც გულით გავაკეთებ“.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა. მან კორონავირუსი გადაიტანა და ახლა კოვიდისგან დატოვებულ გართულებებს ებრძვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100