სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება – ირაკლი კობახიძის პასუხი ყოფილ პრემიერს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პასუხობს.

​„მან ისაუბრა კორუფციაზე და ნეპოტიზმზე, თუმცა შემდეგ მოუწია უკან დახევა სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან არანაირი პრობლემა საქართველოში არ არსებობს. თუ სადმე იყო ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება.

„გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა დავასრულეთ ჩვენ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს ძალიან მარტივად“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100