კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლა ქეცბაიასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტის კახა კალაძის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასთვის. როგორც გაირკვა, წასვლის სურვილის შესახებ ფეხბურთელს მისთვის არაფერი უცნობებია.

ამის შესახებ ნათქვამია კახა კალაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრების წევრობა ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„რაც შეეხება კახა კალაძის გადაწყვეტილებას, მას ამის შესახებ, პირველ რიგში, ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ეღტადაც ნაკრების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი