სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში 21 წლის მამაკაცი თავის არეში მაკრატლით დაჭრეს

თელავში, კომენდანტის საათის დროს, წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს.

ერთ-ერთი, 22 წლის ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალგაზრდა, 2020 წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოში მოკლული, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ახლო ნათესავია.

უფრო მძიმეა 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით თბილისშია გადაყვანილი.

მას სავარაუდოდ, თავის არეში დაზიანება მაკრატლით აქვს მიყენებული.

მხარეებს ფაქტის შესახებ, კომენტარის გაკეთება არ სურთ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან გაუფრთხილებლობით. მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100