სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ - ნიკა გვარამია

ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობის დროს საუბრობს. ამ განცხადებით ის შსს-ს ბრიფინგს ეხმაურება, სადაც ითქვა, რომ სავარაუდოდ, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით გარდაიცვალა: . "ქართული ოცნების" ოფისი სადღა ჩანს. პოლიციელების გარდა რამეს ხედავთ? სად ჩანს "ქართული ოცნების" ოფისი. აი ესაა "ქართული ოცნება", პოლიციის ზურგსუკან დამალული. ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ თავის მოკლულ ხალხს და ამცირებენ მიცვალებულებს. რას უნდა ველოდოთ ამათგან. რას ვითხოვთ, რას, ამიხსენით. სამართალს ვითხოვთ, სამართალს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და წავიდნენ ასეთი ბრძანებების გაცემისთვის. ან თუნდაც იმისთვის, რომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები და ვინც იძალადა, ისინი უნდა წავიდნენ ციხეში. რას ვითხოვთ გაუგებარს, - ამბობს ნიკა გვარამია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100