შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ კადაფის მკვლელობა სამხედრო დანაშაულად აღიაროს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა, ლიბიის ლიდერის, მუარამ კადაფის მკვლელობა სამხედრო დანაშაულად აღიაროს. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.
სასამართლოს პროკურორის, ლუის-მორენო ოკამპოს განცხადებით, არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ კადაფის სიკვდილი სამხედრო დანაშაულია.

"კადაფის სიკვდილი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც უნდ გაირკვეს, რადგან სერიოზული ეჭვია, რომ საქმე სამხედრო დანაშაულთან გვაქვს", - აღნიშნა ოკამპომ.

მისივე თქმით, ლიბიის ნაციონალურ გარდამავალ საბჭოს მეთაურს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ახალი ხელისუფლების მხრიდან სამხედრო დანაშაულებების გამოძიების საკითხით ინტერესდება, მათ შორის არის ამბოხებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებებიც.

ლუის-მორენო ოკამპო იმედოვნებს, რომ ლიბიის ახალი ხელისუფლება წერილს 10 დღეში უპასუხებს.
მუამარ კადაფი ლიბიის ქალაქ სირტეში 2011 წლის ოქტომბერში ამბოხებულებმა მოკლეს.

კომენტარი