სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საეჭვო კითხვები და ფაქტები გამოძიებაში - ლექსო ლაშქარავას საქმე

გაყალბებისა და დისკრედიტაციის გარდა "ქართულ ოცნებას" სხვა გზა არ რჩება. ხელისუფლებამ კვლავ ნაცად მეთოდს მიმართა. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ის აგენტ-პროვოკატორები, მმართველი პარტიის აქტივისტები და მოძალადე ჯგუფების წევრები ლექსოს სახელის შებღალვას ცდილობენ. საგამოძიებო უწყებამ პირველივე დღიდან მიგვანიშნა, რომ ახალგაზრდა კაცის მაკომპრომატირებელი ფაქტების გამოაშკარავებას ეცდებოდა და საბოლოოდ თავისი განზრახვა შეასრულა კიდეც. ჩვენი კოლეგის სიკვდილად ნარკოტიკის ზედოზირებული მოხმარება დასახელდა. მაგრამ არსებობს კითხვები და ფაქტები, რომლებიც საეჭვოს ხდის პოლიციის ვერსიას. ეს კითხვები დაჩქარებულ ექსპერტიზას, საეჭვო ქიმიურ მონაცემებს და ბუნდოვან განმარტებებს უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100