სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალი გარდაიცვალა - ბავშვი რეანიმაციაშია

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.

როგორც მან "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრა, 30 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ნაადრევად, 36-ე კვირას უტარდებოდა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო ის გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა.

რატიანის თქმითვე, ახალშობილი გადარჩა, აპარატიდან მოხსნილია და ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100