ლევან რატიანის პირველი კომენტარი კოვიდინფიცირებულ, საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილ 30 წლის ქალზე

თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ კომენტარს აკეთებს.

მისივე განმარტებით, 30 წლამდე პაციენტი კლი­ნი­კა­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და და ფილტვზე 22-ბალიანი დაზიანება აღენიშნებოდა.

„პაციენტი შემოვიდა კოვიდდადასტურებული. სასიცოცხლო ჩვენებით შევიდა საკეისრო კვეთაზე, რადგან სატურაცია ჩამოვიდა 70-მდე და ბავშვის გულისცემა შენელდა, ამიტომაც შევიდა საკეისრო კვეთაზე. მშობიარობა იყო ნაადრევი, დედის მომზადებაც ვერ მოხდა მშობიარობისთვის, ისე შევიდა ბლოკში. ახალშობილიც და დედაც გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დედის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო კრიტიკული, რადგან დადასტურებული იყო 22-ქულიანი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა და სამწუხაროდ, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის, 30 წლამდე გოგონა გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარი