სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში, მკვლელობაში ბრალდებული მეორე სართულიდან გადახტა (ვიდეო)

ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გადმოხტა.

მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებდა, ვარდნისას მას დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მაინც გადაიყვანა, მას სავარაუდოდ თვითდაზიანებები აქვს მიყენებული.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, საზარელი მკვლელობა ბათუმის ძველ ბულვარში გვიან ღამით მოხდა. 20 წლის ახალგაზრდამ 60 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობას მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100