სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდუბის სადგურის მახლობლად, კაცს მატარებელი დაეჯახა

თბილისში, დიდუბის სადგურის მახლობლად, ბათუმიდან მომავალი მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა. დაშავებულს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, კაცის მდგომარეობა სტაბილურია და მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100