საქართველოში 1 076 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 1 076 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 4, იმერეთში - 18.

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 605- აჭარაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.

კომენტარი