სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი - გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის, მანჯგალაძის, სააკაძის და ხევსურეთის ქუჩების მოსახლეობას;

ვაკის რაიონი - 09:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას;

მთაწმინდის რაიონი - 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის, კოსტავას და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას;

ისნის რაიონი - 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას;

კრწანისის რაიონი - 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას;

გლდანის რაიონი - 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას;

საბურთალოს რაიონი - 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას; 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას; 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის და თინათინის ქუჩების მოსახლეობას; 14:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის და იოველ ჯებაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100