სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე-6 მიწისძვრა ბოლო 24 საათში – არსებობს თუ არა ვულკანის გააქტიურების საფრთხე სოფელ სამებასთან

გასული 24 საათის განმავლობაში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა უკვე 6-ჯერ დაფიქსირდა.

რამდენად საფრთხის შემცველია მსგავსი სიხშირით მიწისძვრები სოფელ სამებასთან და ხომ არ გამოიწვევს ეს ტემპი ჯავახეთის ქედზე ვულკანის გააქტიურებას, ამ კითხვებით სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს თეა გოდოლაძეს მივმართეთ.

„ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, პულსაციას ვეძახით ჩვენ, რაც ჯავახეთის ქედისთვის დამახასიათებელია. ამიტომ საპანიკო არაფერი არ არის რეალურად საშიში არის დიდი მიწისძვრები. აქ მხოლოდ მცირე და საშუალო კლასის ბიძგები ხდება.

ადგილზე დამონტაჟებულია ქსელი, მონიტორინგისთვის. ბუნებრივი მოვლენების პრევენციას ვერაფერი ახერხებს. ბუნებრივი მოვლენები არ უნდა გამოიწვიოთ, არ უნდა ჩავერიოთ გარემოში.

(ჯავახეთის ქედი) ეს არის პოსტვულკანური კერა, მსგავსი რამ გამორიცხულია. ძალიან ვთხოვ მოსახლეობას, რომ პანიკას ნუ მიეცემა, ამის საფუძველი არ არსებობს. ასეთი მიწისძვრები სულ ხდება სომხეთში. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის“, – ამბობს თეა გოდოლაძე.


წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100