სასტიკად მარცხდებიან... გაყალბებული კვლევები შესთავაზეს მოსახლეობას - ღარიბაშვილი ენმ-ის შიდა კვლევებზე

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შიდა კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება" საქართველოს 4 დიდ ქალაქში 35%-ზე მეტს ვერ იღებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს კვლევა გაყალბებულია.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. სწორედ ამიტომ იყო მცდელობა 2 დღის წინ, რომ არჩევნების გადადება მოითხოვეს და ა.შ. წარმოიდგინეთ როგორ მდგომარეობაში არიან, რომ კანდიდატებიც კი ძლივს შეარჩიეს. შემდეგ ათასი ვერსიები, მთ შორის ეს გაყალბებული, გაუგებარი კვლევები შესთავაზეს მოსახლეობას. ეს არის სიყალბე. ნაცმოძრაობას დაახლოებით აქვს 20%-მდე თუ 17%-მდე აქვს,- ამბობს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შიდა კვლევა გუშინ, 25 აგვისტოს გამოაქვეყნა.

კომენტარი