COVID-19 კაცობრიობისთვის ყველაზე რთული განსაცდელი გახდა - გაეროს გენერალური მდივანი

COVID-19-ის პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობისთვის ყველაზე რთული განსაცდელი გახდა - გააღრმავა უთანასწორობა, დაარტყა ეკონომიკას და მილიონობით ადამიანი სიღარიბემდე მიიყვანა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის დახურვამდე განაცხადა.

ამის შემდეგ მუშაობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიამ დაიწყო.

გუტიერეშმა მადლობა გადაუხადა თურქეთის წარმომადგენელს, ვოლქან ბოზქირს, რომელიც 75-ე სხდომას თავმჯდომარეობდა და სიმბოლური ჩაქუჩი გენერალური ასამბლეის ახალ ხელმძღვანელს, მალდივების წარმომადგენელს აბდულა შაჰიდს გადასცა.

ახალი სესიის გახსნისას შაჰიდმა განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა "კოლექტიური შფოთვა და იმედგაცრუება", რაც პანდემიასთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის

მისი თქმით, ახლა მსოფლიოს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება იმედი და გაერო-მ უნდა აჩვენოს პლანეტაზე მცხოვრებ ხალხს, რომ "ჩვენ ვიცით მათი მდგომარეობა", "უნდა მოვუსმინოთ" და "მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პრობლემების დასაძლევად".

”ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გამბედაობა წინსვლისთვის”,- დასძინა მან.

კომენტარი