ვინ არის ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია

ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული ბიჭი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა. ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

კომენტარი