„მე ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან, უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას – რა კავშირი ჰქონდა ნანა გეგეჭკორს გარდაცვლილ ბიჭთან

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ნიკა კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც ირკვევა, აწ უკვე გარდაცვლლს ექიმისთვის საქმიანი თხოვნით მიუმართავს, რაზეც გეგეჭკორმა უდროობის გამო უარი უთხრა. ნანა გეგეჭკორის თქმით, ამას ძალიან ნანობს.

„მეორე დღეა ადგილს ვერ ვპოულობ. არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა, რაც ამ ბიჭის მკვლელობაა. მე კი ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან. უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ვისწავლი, რომ არასდროს გადავდო მიცემული პირობის შესრულება.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, მისი პლატფორმის მომხმარებელი გავმხდარიყავი და იქ მეწერა, ფბთან ერთად ან თუნდაც ფბ-ის ნაცვლად. შემომთავაზა დიდი აუდიტორიისთვის კოვიდთან დაკავშირებულ კითხვბზეც მეპასუხა იმავე პლატფორმიდან. ვერ ვინელებ, რომ ინტერივიუზე დროის სიმცირის გამო ვუთხარი უარი. მოვუბოდიშე, სოციალურ ქსელში აქტიურობას ისედაც ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო და ორი პლატფორმიდან წერა გამირთულდებათქო. ანგარიში შევქმენით, მაგრამ მასთან აქტიურობა ვეღარ მოვასწარი ფბმა მთლიანად შთანთქა ჩემი თავისუფალი დრო.

ვერ ვინელებ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი მონდომება, ქართული, სრულიად განსხვავებული და საინტერესო პლატფორმა განევითარებინა უმოკლეს დროში. ჩემს სინანულს უკვე აზრი აღარ აქვს. დამაგვიანდა… ვეცდები, მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო. ესეც ჩემი ანგარიში Feedc-ზე. უახლოეს დღეებში ავითვისებ Feedc-ის წესებს და აუცილებლად დავწერ მისთვის. მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა. ვერ ვისარგებლე შენთან ურთიერთობის შესაძლებლობით. ალბათ რამდენს ვისწავლიდი შენგან“, – წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

კომენტარი