სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა - თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უკვე დაეშვა

უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მეგის ქარდავა იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში უკვე დაეშვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100