სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლნისში აცრილმა ადამიანმა წამახალისებელ ლატარიაში 10 000 ლარი მოიგო

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარია "აიცერი და მოიგეში" ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. 10 000 ლარი ბოლნისში აცრილმა პირმა მოიგო. მოგებულის ვინაობა ჯერ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირი "სინოფარმითაა" აცრილი. კომპანიის ინფორმაციით, მას მოგებული თანხა უახლოეს დღეებში გადაეცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100