სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დედა მომიკლა! ეს როგორ უნდა გაიქცეს?!" - თამარ ორდენიძის ეთერში შესვლის შემდეგ ბესო ფიფია დაცვის დახმარებით გადაცემიდან გაიქცა (ვიდეო)

"დედა მომიკლა, ეს როგორ უნდა გაიქცეს?!" - ამის შესახებ კალაძეების კლანს შეწირული მანანა მოდებაძის შვილი თამარ ორდენიძე "მთავარი დებატების" სტუდიაში, ბესიკ ფიფიაზე ამბობს. ორდენიძე გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში იმ დროს შევიდა, როცა ბესიკ ფიფია მის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებდა.

ამის შემდეგ ბესო ფიფიამ "მთავარი დებატების" გადაცემა დაცვის დახმარებით დატოვა.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და დახმარებას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი "15 კგ კარტოფილი" მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია.


წყარო: მთავარი არხი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100