სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - საგანგებო ბრიფინგი ენმ-ში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი ნამდვილად საქართველოში იმყოფება და მასთან ვიდეო კომუნიკაციაც ჰქონდა. ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი უახლოეს საათებში კიდევ ერთ ვიდეოს გაავრცელებს, რომელიც მისი საქართველოში ყოფნის დამატებითი მტკიცებულება იქნება:

"მქონდა კონტაქტი და გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეო ზარი და შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის იყო ეს.

შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. უმოკლეს ვადებში გავრცელდება კიდევ ვიდეოები, თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით ყველაფერს.

ყველა თავმოყვარე პატრიოტმა უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ დადგება ამის აუცილებლობა, გარწმუნებთ. ჩემი ღრმა რწმენით, ჩამოშლილია "ქართული ოცნება" და არ ეყოფა იმის ძალა, რომ ის დააკავონ, მაგრამ თუ ასეთი რაღაც მოხდა, შედგება თუ არა დაკავების აქტი ამას ვიხილავთ ერთად" - განაცხადა ხერხეულიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100