სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და ვერც ერთი ზონდერი, ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევს - ნიკა მელიამ ხმა მისცა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მე-6 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. ის ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის შეთანხმებული კანდიდატია. მისი თქმით, მარტივია თქმა, თუ რას მისცა ხმა და რას დაუჭირა მხარი.

მელიამ თქვა, რომ ყველა გაუგებს ვისაც არ სურს ქვეყანაში უსამართლობა და განუკითხაობა გაგრძელდეს.

"აქ არ ვართ იმისთვის მოსულები, რომ ვიღაც დავამარცხოთ, ამისთვის არ ვართ მოსულები, აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და ვერც ერთი ზონდერი, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი, მოკრიმინალო ელემენტები ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევენ", - თქვა ნიკა მელიამ.

მელიამ ყველას მოუწოდა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ სახელმწიფოს მინიმუმ 10-15 წლის განვითარებაში და არჩევნებზე მივიდეს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100