სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე პატრიარქს შეხვდნენ

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე დღეს დილით საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრაზე ილია მეორე დაინტერესდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დეტალებით. კათალიკოს–პატრიარქმა სინანული გამოთქვა, რომ დარბაზის სიმცირის გამო ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. უწმინდესმა ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: „ცხოვრება სირთულეებისგან შედგება და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება“.

ილია მეორე ხელისუფლების მხრიდან შექმნილი სხვა პრობლემებითაც დაინტერესდა. საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის გახსნასაც. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იანვრის ბოლოდან საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები რეგიონებშიც გაიხსნება.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ხატი „საქართველოს იმედი“ აჩვენა. ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. როგორც კათალიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ხატის - „საქართველოს იმედის“ შექმნის იდეა დიდი ხანია ჰქონდა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100