სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკეებს შობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ კათოლიკეებს შობის დღესასწაული მიულოცა:

”მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და თითოეული თქვენგანის ოჯახს ბედნიერება, სიხარული და წარმატება ვუსურვო, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

არაერთხელ აღმინიშნავს იმ წვლილის შესახებ, რომელიც ქართველ კათოლიკეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეჰქონდათ. ქართველი კათოლიკეები ჩვენი კულტურული, სულიერი, საგანმანათლებლო, საერთო ეროვნული და მრავალეთნიკური ქართული მემკვიდრეობის განუყოფელი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ჩვენი ურთიერთიერთობა საუკუნეებით არის გამოცდილი და ეს დღევანდელობაშიც არაერთხელ დამტკიცდა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ერთად ვილოცოთ ჩვენი შვილებისა და ოჯახების კეთილდღეობისთვის, ჩვენი სამშობლოსა და ერის უკეთესი მომავლისთვის.” - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100