სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიშა ცუდადაა. ვისაც შეგვიძლია, ყველა მივდივართ რუსთავში - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ირინა სარიშვილი

"მიშა ცუდადაა. ვისაც შეგვიძლია, ყველა მივდივართ რუსთავში" - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილს ტალასემია სჭირს. ეს არის დიაგნოზი, რომლის დროსაც სისხლის ფორმულაში შედის ცვლილებები, რა დროსაც არ შეიძლება შიმშილი, დაძაბულობა და სტრესი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში გაავრცელა.

მისი თქმით, მიუხედავად კატეგორიული მოთხოვნისა, პრეზიდენტ სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილი, ამ დაავადების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მან პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი არ განაცხადა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

პრეზიდენტის მკურნალი ექიმის განცხადებით, ის რთულად გადაადგილდება, უჭირს ლაპარაკი და თავს სუსტად გრძნობს.

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ხანგრძლივმა შიმშილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის სამომავლო მდგომარეობაზე, ამის პროგნოზს ექიმი ვერ აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100