სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან მწყუროდა და მციოდაო" - ზვიად თავდგირიძე ნანგრევებში გატარებულ 11 საათს იხსენებს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში გადარჩენილი ზვიად თავგდირიძის ბაბუა, ექიმი და აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აკაკი ბერიძე ამბობს, რომ მისი შვილიშვილი უბედური შემთხვევის დროს სახლში მარტო იყო, რადგან მისმა ტყუპმა შვილებმა სასეირნოდ წასვლა მოითხოვეს და დედამ ისინი შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე სახლიდან გაიყვანა.

თავად დაშავებულმა კი ნანგრევებში 11 საათი, ჰქონდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, წყუროდა, სციოდა და იყო შოკურ მდგომარეობაში. პაციენტს ასევე მოტეხილი აქვს ქვედა კიდურის წვივი.

"ზვიად თავდგირიძემ აჩვენა იშვიათი გამძლეობა, რაც ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს აღემატება. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ყოველ დღე უმჯობესდება დინამიკაში, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზვიადი კარგად იქნება.

ერთ სადარბაზოში, ერთ სართულზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი. ყველანი სამსახურებში იყვნენ. სახლში იყო მხოლოდ ზვიადი, მისი მეუღლე და ტყუპი შვილები. ბავშვებმა აიჩემეს, რომ საქანელებზე უნდოდათ და დედამ წაიყვანა. სახლში დარჩა მარტ ზვიადი. მას ყველაფერი ახსოვს. სამზარეულოში გასულა ყავის დასალევად და უცებ მოხდა ნგრევა. უსებ მეექვსე სართულიდან პირველზე დაეშვა. 11 საათი იყო უხერხულ პოზაში. ამიტომ ვაბობ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ირგვლივმყოფებსაც კი გვიჭირდა სუნთქვა და წარმოიდგინეთ, ზვიადმა გაძლო ნანგრევებში. ასევე ჰქონდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, მარცხენა ფეხის წვივი ჰქონდა მოტეხილი, წყუროდა ძალიან, მციოდა ძალიანო, ამბობს, კანკალებდა, ესეიგი ჰქონდა შოკური მდგომარეობა, მაგრამ ამ ყველაფერს გაუძლო.

გონება არ დაუკარგავს არცერთი წუთი. თავიდან იყვირა - აქ ვარ, ზვიადი ვარ თავდგირიძეო. მაშველებიც შეეხმიანენ და სულ ჰქონდათ კონტაქტი. ამიტომაც იყო იმედი, რომ სხვებიც ცოცხლები იყვნენ, მაგრამ საუბედუროდ არ გამართლდა. მას ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების ხმა არ გაუგია".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100