სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისევ "სვაბოდაზე" მყოფ ლალი მოროშკინას ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

მოროშკინას ჟურნალისტებთან ურთიერთობა ჯერ-ჯერობით არ სურს, მისი ადვოკატის ირაკლი კაპანაძის განცხადებით კი, "მამა როსტომმა (ლორთქიფანიძე) დაპირისპირებული მხარეები - ლალი მოროშკინა და თაკო ფხაკაძე შეარიგა და ამ თემაზე საუბარი დასრულდა".

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა გადაცემა "ნანუკას შოუს" ჩაწერაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წვრილმან ხულიგნობაში დასდო, მოსამართლე კობა გოცირიძემ კი 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოროშკინას წინააღმდეგ საქმე დაზარალებულად ცნობილი თაკო ფხაკაძის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100