შატალოვას მკვლელობა - ფოტომასალა საქმის მასალებიდან

"მთავარმა არხი” ავრცელებს ფოტომასალას, რომელიც იმ ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც ანასტასია შატალოვა ცხოვრობდა. სათვალთვალო ვიდეომასალით გადაღებული ფოტოები საქმის მასალებში დევს და არსებული ინფორმაციით, აღბეჭდილია ის მომენტი, როდესაც დაუდგენელი პირი ტერიტორიაზე დამონტაჟებულ განათებებს აზიანებს. შეგახსენებთ, 25 წლის ახალგაზრდა 18 ოქტომბერს, გვიან ღამით, გაზაფხულის ქუჩაზე, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. მას 7-ჯერ ესროლეს. დაკავებულია სამი პირი, რომლის აღკვეთზეც, სასამართლო დღეს იმსჯელებს.

კომენტარი