სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით მონაზონი, დედა ივლიტა გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა. კოვიდ- 19- მა ყვარლის დუბის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ივლიტა იმსხვერპლა.

ექიმების განმარტებით, ვირუსმა ღვთისმსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გააუარესა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ერთი თვის წინ, კორონავირუსით ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100