სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას? -კობახიძეს ღარიბაშვილის განცხადებაზე ეცინება

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას? - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე მისივე თანაგუნდელის, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მტკიცებას, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს "სიმულანტობის გეგმა", რომლის მიხედვითაც კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მხარდამჭერები გაიყვანენ საავადმყოფოდან.

კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში საკვებს იღებს და თქვა, რომ ასეთი პრეცედენტებიც არსებობს.

"ოცნების" ლიდერი დღეს არც სახალხო დამცველისა და ადვოკატების კრიტიკას მორიდებია და თქვა, რომ მათ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.

"რაც შეეხება შიმშილობას, როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, ის რასაც ის აკეთებს, ბუნებრივია არის მოსალოდნელი გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ გუშინ გადასხმა გაკეთდა, არის საკვების მიღების პრეცედენტი და ბუნებრივია, კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ.

რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი არიან მიკერძოებული და აქვთ პოლიტიკური ინტერესი, იგივე ეხება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს, მასაც აქვს პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ ​ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიმოქმედოთ ადამიანის უფლებების შესაბამისად....

არ ვიცი, მე ასეთი განცხადება არ მახსოვს, რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას?

რაც შეეხება თაფლის მიღებას ამაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე არ ვიცი, ყურმოკვრით გაგონილ ინფორმაციებზე ვერ ვისაუბრებ, თუ ჩათვლის იუსტიციის სამინისტრო საჭიროდ, ამაზე განცხადებას გააკეთებენ",- ამბობს კობახიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100