სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ნოემბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე და +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მესტიაშიც მზიანი დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. +14 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. გორში +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. გუდაურში მზიანი დღე და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100