სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ არსებობს იურიდიული დასაბუთება, რატომ არ უნდა დაესწროს სასამართლოს - მიხეილ სააკაშვილის პროცესამდე 1 დღე რჩება

მესამე პრეზიდენტის მორიგ სასამართლომდე 1 დღე რჩება - ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ისევ პოლიტიკური მოვლენების მთავარი ეპიცენტრი გახდება. მიხეილ სააკაშვილი ე.წ პიჯაკების საქმის განხილვაზე დასწრებას ითხოვს და მხარდამჭერებს სასამართლოს ტერიტორიაზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მედიკოსების და უფლებადამცველების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს და ის პროცესზე დასწრებას შეძლებს. "საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა ბიძინა ივანიშვილის მიერ პრივატიზებულია და სასაართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რასაც "ქართული ოცნება" დაუკვეთავს. ამის მიუხედავად, ჩვენი ვალია საზოგადოებას ვაჩვენოთ ყველა იმ საქმის აბსურდულობა, რაზეც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მოტივაციით აქვს ბრალდება წარდგენილი", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100