სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფორმაცია შევიდა ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, კიევიდან ჩამოფრენილ მგზავრებს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდათ.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაჯდა. მგზავრებისთვის არ განუმარტავთ, თუ რატომ მოხდა მათი შეფერხება და ბარგის დამატებითი შემოწმება.

"კურიერის" ინფორმაციით კი, აეროპორტში კიევი-თბილისის რეისზე ნაღმის შესაძლო არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100