სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ომიკრონი” გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და ძალიან სწრაფად ვრცელდება – მარინა ენდელაძე

საქართველოში „ომიკრონის” 2 შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსისომიკრონის” შტამი სრაფი გავრცელებით ხასიათდება.

„არის მაღალ კონტაგიოზური, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამდენად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება ინფიცირებულების რაოდენობა. კარგია, რომ მონაცემებით ჯერჯერობით არის უფრო მსუბუქად მიმდინარე დაავადება, თუ ეს მართლაც ნამდვილად ასეა. მაგრამ რამდენად მსუბუქადაც მიმდინარე დაავადება არ უნდა იყოს, ხანში შესულებსა და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება წავიდეს მძიმედ, რა თქმა უნდა როდესაც ბევრი იქნება და მძიმე, ჰოსპიტალური სექტორი ისევ გადაიტვირთება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ექიმები ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე საუბრობენ. ასევე, მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციისაკენ მოუწოდებენ, რათა ვირუსის უმტკივნეულოდ გადატანა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის” 2 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100