სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინმე გიორგაძე ეუბნება, შენი აშენებული როა იმიტომ დაგჩხავიან თავზე, ანუ ეუბნება, რაც დაიმსახურე ის ხდებაო - ნიკა გვარამია კადრებზე

"თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის კადრებს გაეცნო.

ნიკა გვარამიამ ნახა ის ვიდეომასალა, რომელიც იუსტიციას არ გაუსაჯაროებია:

"თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად და რაც მთავარია ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი და უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა ვიდრე გიორგაძე, რომელიც ეუბნება, რომ შენი აშენებული როა იმიტომ დაგჩხავიან თავზე, ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე ის ხდებაო." განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100